ფეხბურთი

2:36 | 11.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" "იუვენტუსს" არ ნებდება (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში სიტუაცია უცვლელი დარჩა. “იუვენტუსის” გუშინდელ მოგებას, მოგებითვე უპასუხა მდევარმა “ნაპოლიმ”. რომის “ლაციოში” და საერთოდ, იტალიის ჩემპიონატში ჩინებული დებიუტი ჰქონდა სიმონე ინძაგის.

“ნაპოლიმ” ღრმა აუტსაიდერ “ვერონას” გონსალო იგუაინის გარეშეც ოფლის დაუღვრელად მოუგო. მეტიც, ნეაპოლელებს საგოლე მომენტები უფრო მეტად რომ გამოეყენებინათ, გაცილებით დიდი ანგარიშით მოიგებდნენ. ანგარიში სწორედ იგუაინის დუბლიორმა მანოლო გაბიადინიმ გახსნა, როდესაც მეკარის მოგერიებულს დაამატა. ტაიმის ბოლოს კი მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. კალეხონი საჯარიმოში სუპრაიენმა წააქცია და გარდა იმისა, რომ სტუმრები პენალტით დაისაჯნენ, მოედანზე კაცნაკლულნიც დარჩნენ. ლორენცო ინსინიემ “ჰელასს” გოლი გასახდელში გააყოლა. მეორე ნახევარში კი მატჩს წერტილი კალეხონმა დაუსვა. მოკლედ, “ნაპოლი” არ ნებდება და “იუვეს” ისევ 6 ქულით ჩამორჩება. წინ კი, ასევე 6 ტურია...

შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა სიმონე ინძაგის, რომელმაც “ლაციო” ერთი კვირის წინ ჩაიბარა. ახალგაზრდა სპეციალისტის ხელში დედაქალაქურმა გუნდმა ჩინებული თამაში აჩვენა და სიციალიაზე ადგილობრივი “პალერმო” მეტად ადვილად დაამარცხა. შეხვედრის ბედი პირველ თხუთმეტ წუთში გადაწყდა, როდესაც მიროსლავ კლოზემ ახალგაზრდობა გაიხსენა და დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარში საბოლოო ანგარიში ფელიპ ანდერსონმა დააფიქსირა – 0:3. “ლაციოს” კიდევ რა უჭირს, “პალერმოა” შავ დღეში. კუნძულელები სერია ბ-ესკენ მიექანებიან და მშველელიც არ ჩანს...

ქვედა ლიგაში არა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის გარეშე ნამდვილად დარჩა ფლორენციის “ფიორენტინა”, რომელიც ბოლო დროს საშინელ ფორმაშია და მორიგი უსახური მატჩი ჩაარაეა. პაულო სოუზას ალბათ, სულ მალე კარისკენ მიუთითებენ, მანამდე კი მისი გუნდი ტოსკანურ დერბიში დამარცხდა “ემპოლისთან”, რომელმაც 11 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ გამარჯვებაში წვლილი არ მიუძღვის ლევან მჭედლიძეს, ვინც მთელი თამაში თადარიგში დარჩა.

“ემპოლი” – “ფიორენტინა” 2:0 (1:0) (მიმოხილვა)

ემპოლი, “კასტელანი”

მაყურებელი: 9 000

“ემპოლი” (4-3-1-2): პელაგოტი; ლაურინი (ბიტანტე 57), კოსიჩი, ტონელი, მარიო რუი; კროჩე (ბუჩელი 70), ზიელინსკი, პარედესი; საპონარა (კრუნიჩი 76); მაკარონე, პუჩარელი

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“ფიორენტინა” (4-2-3-1): ტატარუშანუ; რონკალია (ბლაშჩიკოვსკი 82), როდრიგესი, ასტორი, ალონსო; ვესინო, ბორხა ვალერო; ბერნარდესკი (სარატე 57), ილიჩიჩი (კონე 82), ტელო; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

გოლები: 1:0 პუჩარელი (41), 2:0 ზიელინსკი (88)

გაფრთხილება: კოსიჩი (23), ბუჩელი (75), ზიელინსკი (89) – რონკალია (24), ვესინო (34), ალონსო (61), ასტორი (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (5) – 14 (6) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ანტონიო დამატო

“ნაპოლი” – “ვერონა” 3:0 (2:0) (მიმოხილვა)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 38 000

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ჩირიკეში, ალბიოლი, გულამი (სტრინიჩი 87); ჟორჟინიო, დავიდ ლოპესი, ჰამშიკი (ჩელობა 79); კალეხონი, გაბიადინი (ელ კადური 68), ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ვერონა” (4-3-3): გოლინი; პიზანო, სამირი, ბიანკეტი, სუპრაიენი; ვივიანი (გრეკო 52), ემანუელსონი, იონიტა; ვსჟოლეკი (პაცინი 52), რებიჩი (მარონე 72), გომესი

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

გოლები: 1:0 გაბიადინი (33), 2:0 ინსინიე (45, პენ), 3:0 კალეხონი (70)

გაფრთხილება: ალბიოლი (23), ჩირიკეში (61) – სამირი (21), ბიანკეტი (38)

გაძევება: სუპრაიენი (45)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (8) - 4 (1) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 7:7 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: დომენიკო ჩელი

“სამპდორია” – “უდინეზე” 2:0 (0:0) (მიმოხილვა)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21 000

“სამპდორია” (3-4-2-1): ვივიანო; მოისანდერი, რანოკია, დიაკიტე; დე სილვესტრი, სორიანო (ივანი 71, ფერნანდო 75), კრისტიჩიჩი, დოდო; ბარეტო, მურიელი (კასანო 65); კვალიარელა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; დანილო, ჰეტრო (ედენილსონი 75), პირისი (ვაგუე 67); ვიდმერი, კუჟმანოვიჩი, ლოდი, ჰალფრედსონი (მატოსი 63), არმერო; ძაპატა, ტერო

მწვრთნელი: ჯიჯი დე კანიო

გოლები: 1:0 არმერო (58, ა.გ), 2:0 ფერნანდო (85)

გაფრთხილება: მოისანდერი (43), მურიელი (46), დიაკიტე (67), რანოკია (74) – კუჟმანოვიჩი (40)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 11 (3) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 3:12 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: კარმინე რუსო

“ტორინო” – “ატალანტა” 2:1 (1:0) (მიმოხილვა)

ტურინი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 18 000

“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, ობი (ბაზელი 57), ვივესი, აკქუა (ბენასი 46), მოლინარო; ბელოტი (მარტინესი 73), მაქსი ლოპესი

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“ატალანტა” (4-2-3-1): სპორტიელო; სტენდარდო, მაზიელო, პალეტა, დრამე; დე რუნი, ჩიგარინი; კონტი (დ’ალესანდრო 46), კურტიჩი (გაკპე 69), გომესი (ბორიელო 74); პინილია

მწვრთნელი: ედუარდო რეია

გოლები: 1:0 ბრუნო პერესი (35), 2:0 მაქსი ლოპესი (46), 2:1 ჩიგარინი (82)

გაფრთხილება: ბაზელი (77), ბრუნო პერესი (81) – სტენდარდო (25), დე რუნი (42, 90), ჩიგარინი (74), მაზიელო (76)

გაძევება: დე რუნი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (3) – 14 (8) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: მარკო დი ბელო

“პალერმო” – “ლაციო” 0:3 (0:2) (მიმოხილვა)

პალერმო, “რენცო ბარბერა”

მაყურებელი: 22 531

“პალერმო” (4-4-2): სორენტინო; ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი, პეცელა; მორგანელა (ლა გუმინა 52), ჰილიერკამი, იაიალო, ლაზაარი (ბრუგმანი 37); ქუაისონი (ტრაიკოვსკი 74), ჯილარდინო

მწვრთნელი: ვალტერ ნოველინო

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; პატრიკი, ბიშევაცი, ჯენტილეტი, ლულიჩი (მაურისიო 76); პაროლო, ბილია, ონაზი; კეიტა (ანდერსონი 70), კლოზე (ჯორჯევიჩი 79), კანდრევა

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 0:1 კლოზე (10), 0:2 კლოზე (15), 0:3 ანდერსონი (73)

გაფრთხილება: ქუაისონი (33) - პაროლო (19), ჯენტილეტი (50), მაურისიო (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 17 (9) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 4:7 თამაშგარე: 5:0

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

თეგებისერია A
0.289706