არნემის “ვიტესის” ქართველმა ლეგიონერებმა გურამ კაშიამ და ვაკო ყაზიაშვილმა შესაძლოა, უახლოეს ხანებში მთავარი მწვრთნელი იცვალონ. საქმე ისაა, რომ “ვიტესი” რობ მაასის ხელში არცთუ წარმატებით ასპარეზობს და ამჟამად ერედივიზიონში მეშვიდე ადგილზე იმყოფება.
ფანებმა “დენ ჰააგთან” მატჩისას უკმაყოფილება გამოთქვეს და თეთრი ცხვირსახოცები აფრიალეს “გელბედრომზე”. ამასთან, გუნდს ბლომად უსტვინეს. თვითონ მაასი აღიარებს, რომ სტადიონზე ცუდი ატმოსფეროა და “ვიტესში” რაღაც უნდა შეიცვალოს. ეს რაღაც კი, დიდი შანსია თვითონ აღმოჩნდეს.
შეგახსენებთ, მაასმა “ვიტესი” მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა და გუნდის თამაშში ნელ-ნელა აშკარა დაღმასვლა იგრძნობა. ამასთან, მაასი ქართველ ფეხბურთელებს შიგადაშიგ არ ენდობოდა. ჯერ კაშიას არ ათამაშებდა, ხოლო ბოლო პერიოდში ყაზაიშვილიც სათადარიგო სკამზე დასვა.