გიორგი არაბიძემ დონეცკის შახტარის 21-წლამდე გუნდში მორიგი გოლი გაიტანა. ქართველმა შემტევმა როგორც წინა ტურში, ამჯერადაც ჯარიმის გატანა მოახერხა. 66-ე წუთი იყო, როცა “შახტარი” სტუმრად “სტალს” უზავდებოდა (2:2) და გიორგიმ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ჯარიმა მოიპოვა, რომელიც თავადვე ჩინებულად შეასრულა და ულამაზესი გოლი გაიტანა.
გარდა ამისა, არაბიძე მთელი თამაში აქტიური იყო – სანამ გოლს გაიტანდა, მანამდე საგოლე პასიც შეასრულა: 29-ე წუთზე კუთხური ჩააწოდა და სგუტკინმა მისი პასით გაათანაბრა.
მოკლედ, ტრავმის შემდეგ ნიჭიერი ქართველი ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას უბრუნდება და გასაკვირი არ იქნება თუ სულ მალე, მირჩა ლუჩესკუ მას მთავარ გუნდში ისევ იახლებს.