ფეხბურთი

20:19 | 10.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" სანდროს 50 მილიონად დათმობს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველი ალექს სანდრუ ტურინის "იუვენტუსს" ზაფხულში იმ შემთხვევაში დატოვებს თუ მსურველი კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდის. ინფორმაციას GloboEsporte ავრცელებს.

აგრეთვე ცნობილია, რომ იტალიელებმა "მანჩესტერ იუნაიტედის" და "მანჩესტერ სიტის" 40 მილიონიანი წინადადება არ მიიღეს.

სამხრეთამერიკელი "იუვენტუსში" 2015 წელს "პორტუდან" გადავიდა. იტალიელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადეს. ამჟამად მცველის სატრანსფერო ღირებულება 26 მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.319353