ფეხბურთი

15:15 | 10.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მიხაილოვიჩი: "წაგებას არ ვიმსახურებდით"

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა "იუვენტუსთან" წაგებული (1:2) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "როსონერის" ცოტათი არ გაუმართლა.

"მატჩის შემდეგ კომენტარის გაკეთება რთულია. წაგებას არ ვიმსახურებდით. შეცდომები დავუშვით, თუმცა უნდა ითქვას იღბალი ჩვენ მხარეს არ იყო. 70 წუთი თანაბარი თამაში იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბუფონმა 3-4 მნიშვნელოვანი სეივი განახორციელა. შეხვედრის ბოლოს გუნდის ლიდერები დაიღალნენ. მომდევნო თამაშებში საჭიროა გუნდმა უფრო კარგად ითამაშოს." - ციტირებს tuttomercatoweb-ი სერბის სიტყვებს.

აღნიშნული წაგებით "მილანი" ევროზონას კიდევ უფრო დაშორდა. სატურნირო ცხრილში 32 ტურის შემდეგ, "როსონერი" მეექვსე ადგილზე 49 ქულით იმყოფება და მეხუთე ადგილოსან "ფიორენტინას" 7 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113435