ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეთანხმებისთვის არ მიუღწევია და არც წინასწარი კონტრაქტი გაუფორმებია.
"ლუის ვან გაალი ჩემი მეგობარია, მასთან ერთად რამდენიმე წელიწადი ვიმუშავე. "მანჩესტერ იუნაიტედთან" ყოველთვის მაკავშირებენ, მაგრამ ამ მომენტისთვის დანამდვილებით მინდა გითხრათ, რომ რაიმე შეთანხმება კლუბთან არ მაქვს. ახლა იმ სიტუაციაში ვარ, რომ უნდა გავაანალიზო სად შეიძლება კარიერის გაგრძელება. უპირატესობას ინგლისს ვანიჭებ. მიყვარს ეს ქვეყანა, აქაური ფეხბურთი და ჩემი ოჯახი ინგლისში თავს კარგად გრძნობს." - განუცხადა sky sports-ს პორტუგალიელმა.
მოურინიომ აგრეთვე აღნიშნა, რომ პრემიერლიგის ტიტულისთვის ორი კლუბი "ლესტერი" და "ტოტენჰემი" იბრძვის. 10 აპრილს "მელიები" "სანდერლენდს" ხვდებიან, ხოლო "მამლები" - "მანჩესტერს". პორტუგალიელის აზრით, თუ კლაუდიო რანიერის გუნდი მოიგებს და მაურისიო პოჩეტინოს შეგირდები "წითელ ეშმაკებს" ვერ დაამარცხებენ, ჩემპიონი "ლესტერი გახდება.