"ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ განაცხადა, რომ თავის ფეხბურთელებს შეხვედრის დაწყებამდე ფსიქოლოგიურად ამუშავებს.
"სანამ მოედანზე გავალთ ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ პრემიერლიგის ბოლო შეხვედრაა, ეს ჩემი სამსახურია." - ციტირებს Sky Sports-ი იტალიელის სიტყვებს.
32 ტურის შემდეგ "მელიებს" სატურნირო ცხრილში 69 ქულა აქვთ და მეორეადგილოსან "ტოტენჰემს" 7 ქულით უსწრებენ. 10 აპრილს რანიერის გუნდი სტუმრად "სანდერლენდს" დაუპირისპირდება, ხოლო "მამლები" შინ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებელ "მანჩესტერ უნაიტედს" მიიღებენ.