ფეხბურთი

3:17 | 10.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” “ანოეტაზე” კვლავ აგებს

“ბარსელონას” რომ “სოსიედადის” კალიბრის სხვა ნებისმიერ გუნდთან წაეგო, ტურის მთავარ სენსაციად ჩაითვლებოდა. თუმცა, “ბლაუგრანას” “ანოეტაზე” წაგებას სენსაცია რომ ვუწოდოთ უხერხულია, რადგან კლუბს აღნიშნულ არენაზე 2007 წლის შემდეგ არ მოუგია (5 წაგება და 2 ფრე), ხოლო ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში კატალონიური გრანდი “ანოეტაზე” ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა.

გუშინდელ მატჩში ერთადერთი ბურთი შეხვედრის დებიუტშივე გავიდა. ხაბი პრიეტოს ჩაწოდებულს მიკელ ოიარზაბალი გამოეხმაურა და თავური დარტყმით მშვენიერი გოლი გაიტანა. სტუმრებს გასათანაბრებლად ძალიან დიდი დრო ჰქონდათ, ბურთი ძალიან დიდხანს ეჭირათ, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ შესანიშნავად მოთამაშე ხერონიმო რულს ვერაფერი მოუხერხეს და ზედიზედ მეორე მატჩში დამარცხდნენ, ხოლო სამი შეხვედრაა ვეღარ იგებენენ – 1:0.

ლუის ენრიკეს გუნდი “ატლეტიკოს” სამი ქულითღა უსწრებს, რომელმაც გუშინ ბარსელონაში “ესპანიოლის” დამარცხება მოახერხა. მადრიდელები თავიდან აგებდნენ, თუმცა პირველ ნახევარში ფორმაში შესულმა ფერნანდო ტორესმა გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმში ანტუან გრიზმანისა და კოკეს ჯერი დადგა – 1:3.

“რეალმა” “ვოლფსბურგის” ჯავრი “ეიბარზე” იყარა და შინ ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. მადრიდელებმა ოთხივე ბურთი საწყის 45 წუთში გაიტანეს და მეორე ტაიმში ანგარიშის გაზრდაზე თავი აღარ გამოუდიათ – 4:0. მადრიდელები თანაქალაქელებს ქულით, ხოლო "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩებიან.

დღის დასკვნითი შეხვედრა კი “ბენიტო ვილამარინზე” შედგა, სადაც “ბეტისმა” “ლევანტე” მიიღო და რუბენ კასტროს გოლით დაამარცხა.

რეალი – ეიბარი 4:0 (4:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): კასილია, პეპე, ნაჩო, არბელოა, კარვახალი (დანილო 63), კასემირო (კოვაჩიჩი 53), ისკო, ხამესი, ვაზკესი, რონალდუ, ხესე (მაიორალი 76).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ეიბარი (4-2-3-1): რიესგო, პანტიჩი, რამისი, ლუნა, კაპა, ესკალანტე, დ.გარსია, პელეტეირო (ხუნსა 46), ადრიანი (ბასტონი 46), კეკო (ჰაიროვიჩი 72), ენრიჩი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

გოლები: 1:0 ხამესი (5), 2:0 ვაზკესი (18), 3:0 რონალდუ (19), 4:0 ხესე (39)
გაფრთხილებები: დანილო – დ.გარსია, ესკალანტე, რამისი
მსაჯი: ხოსე სანჩესი

ესპანიოლი – ატლეტიკო 1:3 (1:1)

ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (5-3-2): პაუ, ო.დუარტე, რ.დუარტე (კაისედო 64), როკო, ა.გონსალესი, ხ.ლოპესი (სილა 74), ვ.სანჩესი (ბურგუი 83), დიოპი, აბრაჰამი, ასენსიო, ხ.მორენო.
მწვრთნელი: კონსტანტინ გალკა

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ლ.ერნანდესი, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, გაბი, საული (ა.ფერნანდესი 86), კოკე, კარასკო (კორეა 61), გრიზმანი (ტეიე 61), ფ.ტორესი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 1:0 დიოპი (29), 1:1 ფ.ტორესი (35), 1:2 გრიზმანი (58), 1:3 კოკე (89)
გაფრთხილებები: ვ.სანჩესი, დიოპი – ლუისი, კორეა
მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

სოსიედადი – ბარსელონა 1:0 (1:0)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-3-3): რული, დ.რეიესი, მ.გონსალესი, ელუსტონდო (ზალდუა 76), დე ლა ბელა, ზურუტუზა (პარდო 80), ილარამენდი, გრანერო, ოიარზაბალი (ლიტრი 88), პრიეტო, ველა.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მასკერანო, ალვეში, რობერტო (რაკიტიჩი 70), ბუსკეტსი, რაფინია (ინიესტა 46), თურანი (ალბა 59), მესი, ნეიმარი, ელ ჰადადი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლი: ოიარზაბალი (5)
გაფრთხილებები: ილარამენდი – თურანი, მასკერანო, პიკე
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა

ბეტისი – ლევანტე 1:0 (1:0)

სევილია, ”ბენიტო ვილამარინი”

ბეტისი (4-4-2): ადანი, ბ.გონსალესი, პაცელა, მონტოია, მოლინერო (სეხუდო 69), სებალიოსი, ნ’დიაიე, მუსონდა, ხოაკინი (პორტილიო 79), მოლინა (ვან ვოლფსვინკელი 58), რ.კასტრო.
მწვრთნელი: ხუან მერინიო

ლევანტე (4-4-2): მარინიო, მედჯანი, ხუანფრანი, პ.ლოპესი, დ.ნავარო, კამარასა (ხოსე მარი 76), სიმაო (დეივერსონი 85), ლერმა (მორალესი 78), ვერდუ, კასადედუსი, როსი.
მწვრთნელი: რუბი

გოლი: რ.კასტრო (81)
გაფრთხილებები: ნ’დიაიე, მუსონდა, ბ.გონსალესი, სეხუდო – პ.ლოპესი, ხუანფრანი, ხოსე მარი
მსაჯი: პრიეტო იგლესიასი

თეგებილა ლიგა
0.218457