საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის 25-ე ტურის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს "მგზავრები-არმია" და "ოლიმპი" დაუპირისპირდნენ, რომლებიც სატურნირო ცხრილში შესაბამისად 6-7 ადგილებზე იმყოფებიან. ამ შეხვედრამდე "მგზავრები-არმია" მეტოქეს 2 ქულით უსწრებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ფავორიტადაც "მგზავრები-არმია" ითვლებოდა.
პროგნოზის საპირისპიროდ შეხვედრა "ოლიმპის" უპირატესობით დაიწყო, რომელიც პირველი მეოთხედის შემდეგ 3 ქულით 18:15 დაწინაურდა. პირველი მეოთხედის შემდეგ "მგზავრები-არმია" გამოფხიზლდა, უპირატესობა ხელთ იგდო, რაც შედეგში აისახა. ძირითადად ამერიკელი ლეგიონერის კაჰიმ რემსონის აქტიური თამაშის წყალობით "მგზავრები-არმია" 17 ქულის სხვაობით 73:56 დაწინაურდა. ბოლო მეოთხედში ბუბა ბერიშვილის შეგირდებმმა თავს მოდუნების უფლება მისცეს, ამით ისარგებლა მოწინააღმდეგემ და ანგარიშში სხვაობა შეამცირა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 89:83 "მგზავრები-არმიას" სასარგებლოდ.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 31 ქულა "ოლიმპის" უკანახაზელმა ლაშა ფარღალავამ დააგროვა. მისმა თანაგუნდელმა მძიმე ფორვარდმა ლესლი სმიტმა 15 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, "მგზავრები-არმიას" გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი რემსონმა შეასრულა, რომლის ანგარიშზეც 29 ქულა, 8 მოხსნა და 8 პასია. მისი თანაგუნდელებიდან 14 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი ცენტრალურმა თავდამსხმელმა რეჯინალდ მერფიმ შეასრულა.
"მგზავრები-არმია" - "ოლიმპი" 89:83 (15:18, 31:19, 27:19, 16:27)