ფეხბურთი

23:17 | 8.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილი სასტარტოში ბრუნდება

არნემის “ვიტესის” ძირითად შემადგენლობას ორმატჩიანი პაუზის მერე ვაკო ყაზაიშვილი უბრუნდება. როგორც ჰოლანდიური მედია იტყობინება, 23 წლის ქართველი შაბათს, “დენ ჰააგთან” მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს, თუმცა არა შემტევ ნახევარმცველად, არამედ ცენტრფორვადის პოზიციაზე. ყაზაიშვილის გარდა, სასტარტოში იქნება კიდევ ერთი ქართველი, არნემელთა კაპიტანი გურამ კაშია.

მოგეხსენებათ, რობ მაასი ბოლო ორ ტურში ვაკოს ნაკლებად ენდობოდა და სათადარიგო სკამზე ჰყავდა. მართალია, მერე თამაშში ორჯერვე ჩართო, მაგრამ ქართველი შემტევმა შუა კვირაში მცირე უკმაყოფილებაც გამოთქვა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ყაზაიშვილი “ვიტესის” საუკეთესო ბომბარდირია – 28 მატჩში გატანილი 10 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112449