ფეხბურთი

16:40 | 7.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰუფნაგელმა "ფრაიბურგ II"-ში ითამაშა

22 წლის ნახევარმცველ ლუკას ჰუფნაგელს მწვავე ინფექციური ვირუსი ჰქონდა და ამიტომაც დიდი დრო გაუცდა. მან სრული დატვირთვით ვარჯიში დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო და "ფრაიბურგის" ძირითად გუნდში წლეულს ჯერ არ უთამაშია.

ჰუფნაგელმა "ფრაიბურგი II"-ში სრულად ითამაშა "ჰომბურგის" წინააღმდეგ. ფრაიბურგელებმა სტუმრად 0:2 წააგეს. კლუბის საიტის რეპორტაჟის მიხედვით, ჰუფნაგელი ყველაზე აქტიური ყოფილა თანაგუნდელთა შორის.

სავარაუდოდ, მალე "ფრაიბურგის" ძირითად გუნდშიც ითამაშებს. რთულია ამხელა პერიოდის გაცდენის შემდეგ ძირითადში თავის დამკვიდრება, მითუმეტეს, "ფრაიბურგი" ბუნდესლიგაში გადასასვლელად იბრძვის: პირველ ადგილზეა, მაგრამ ჯერაც საკმაო კონკურენციაა.

0.11433