“დორტმუნდისა” და “ლივერპულის” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ინგლისელთა გერმანელმა თავკაცმა იურგენ კლოპმა თავისი გუნდის შანსები შეაფასა. მისი თქმით, “ბორუსია” ფავორიტია, მაგრამ იგი ამ გუნდის ხასიათს კარგად იცნობს, რაც მისი აზრით, “ლივერპულის” წისქვილზე ასხამს წყალს.
მანვე ისიც დაამატა, რომ თუ “ლივერპული” გოლს გაიტანს, აუცილებლად ჩვეულ სტილში აღნიშნავს.
“მაქვს შანსი შევხვდე რამდენიმე ძველ მეგობარს, მაგრამ დღეს ყველაფერი განსხვავებულად იქნება. ვთამაშობთ ძალიან მნიშვნელოვან თამაშს და კონცენტრირებული ჩვენს მიზანზე ვიქნებით.
“დორტმუნდი” კარგად თამაშობს, უტევს აგრესიულად. მათთან დაპირისპირება ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩემი გუნდი ყველაფრისთვის მზადაა. “ბორუსია” ევროპა ლიგის მთავარი ფავორიტია, მაგრამ მცირე უპირატესობა ჩვენც გვაქვს – მე მათ სათამაშო სტილს ძალიან კარგად ვიცნობ.
აღვნიშნავ თუ არა “ლივერპულის” გოლს? – რა თქმა უნდა, ასე ვიქცეოდი, როდესაც “დორტმუნდში” ვიყავი “მაინცის” კარში გოლის გატანისას და მაშინაც, როდესაც 18 წლის ვიყავი. ჩემი გუნდებისთვის ყველაფერს ვაკეთებდი და ახლა მე “ლივერპულში” ვარ”, - თქვა კლოპმა.
“დორტმუნდისა” და “ლივერპულის” უაღრესად საინტერესო შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება. მატჩს, დორტმუნდის “სიგნალ იდუნა პარკი” უმასპინძლებს.