კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში სადისციპლინო-ტექნიკური კომისიის სხდომა გაიმართა, რომელმაც ა. წ. 18 მარტს, ქუთაისის სპორტის სასახლეში „ქუთაისსა“ და „მგზავრებს“ შორის გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტის შესახებ იმსჯელა.
საქმე ეხებოდა ქუთაისის დარბაზში მაყურებელთა მხრიდან მატჩის მონაწილეთა მიმართ არაკორექტულ საქციელს. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის დარბაზში მაყურებელთა მხრიდან ანალოგიური ინციდენტი უკვე მეორედ მოხდა, რის შემდეგაც ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკურმა კომისიამ შემდეგი გადაწყვეტილება გამოიტანა:
1) ქ. ქუთაისის სუპერლიგის საკალათბურთო კლუბს დაეკისროს ფულადი ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
2) მსგავსი ინციდენტის განმეორების შემთხვევაში, კლუბს განესაზღვროს სასჯელი: ორი მატჩის ჩატარება საკუთარ დარბაზში მაყურებლის დაუსწრებლად და ფულადი ჯარიმა, რომელიც ძალაში შევა ავტომატურად.