საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გასულ ტურში, "ჩელე არენაზე" ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" მატჩში (1:2) მომხდარი ჩხუბის ამბავი დღეს განიხილეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე. თუმცა საბოლოო განაჩენი არ გამოუტანიათ.
ორივე კლუბს დავუკავშირდით და გვითხრეს, რომ განაჩენს ხვალ აცნობებენ.