ფეხბურთი

15:04 | 5.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაშია გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის

არნემის “ვიტესის” ქართველი კაპიტანი გურამ კაშია გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგების გამო გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის. როგორც გამოცემა Fox Sports NL-ის ქართველმა მცველმა განუცხადა, არნემში ფეხბურთით ცხოვრობენ და ფანების გამო თავს დამნაშავედ გრძნობს.

“მე ვიცი, რომ არნემში ამ თამაშით ცხოვრობენ. გულშემატკივართა წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ და მათ ბოდიშს ვუხდი”, - თქვა კაშიამ.

“ვიტესი”, რომელიც სეზონის პირველ ნახევარში კარგად თამაშობდა, ბოლო დროს ცუდ შედეგებს აჩვენებს. არნემელებს ბოლო 5 მატჩიდან სამი წაგებული აქვთ, მათ შორის ბოლო “ნაიმეგენთან” (1:2) და შესაბამისად, ეს ყოველივე სატურნირო ცხრილზეც ისახება.

ამჟამად “ვიტესი” 29 ტურის შემდეგ 43 ქულით მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა და ევროპა ლიგაზე გასვლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აქვს დაყენებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119595