ფეხბურთი

14:25 | 5.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილი: “ჩემი სკამზე ყოფნა არანორმალურია”

ბოლო დროს არნემის “ვიტესის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა ვაკო ყაზაიშვილმა. ამასთან დაკავშირებით ქართველმა შემტევმა ჰოლანდიურ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და დასძინა, რომ მისი სკამზე ჯდომა ნორმალურ ამბად არ მიაჩნია.

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტგამოცემა De Gelderlander-ი სტატიას ქართველ ფეხბურთელებზე აქცენტით იწყებს და აღნიშნავს, რომ რობ მაასი ქართველებს ნაკლებად ენდობა. ჯერ კაპიტანი გურამ კაშია დასვა სკამზე, ახლა საუკეთესო ბომბარდირი ვაკო ყაზაიშვილიო...

“არ ვთვლი, რომ ეს ნორმალურია – ვიჯდე სკამზე. სხვა არაფრის თქმა შემიძლია, ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა. ასე რომ, შეგიძლიათ მას სთხოვოთ კომენტარი”, - უთხრა ყაზაიშვილმა De Gelderlander-ს.

ყაზაიშვილმა ერედივიზიონის ბოლო ორი მატჩი “გრონინგემთან” და “ნაიმეგენთან” მხოლოდ შეცვლაზე ითამაშა. აღსანიშნავია, რომ პირველ მათგანს, მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, გოლიც გაუტანა. საერთოდ, ვაკო გუნდის საუკეთესო ბომბარდირია მიმდინარე სეზონში – 28 თამაშში გატანილი 10 გოლით.

0.120849