ფეხბურთი

12:08 | 5.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

რამოსს კაპიტნობის ჩამორთმევას უპირებენ

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა გუნდის მცველს სერხიო რამოსს დისციპლინას უწუნებს და ფეხბურთელისთვის კაპიტნობის ჩამორთმევის საკითხს განიხილავს. როგორც El Mundo Deportivo იტყობინება, დიდი შანსია მომავალი სეზონიდან მადრიდიელებს ახალი კაპიტანი ჰყავდეთ.

შეგახსენებთ, რომ რამოსმა ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში “ბარსელონასთან” შეხვედრის ბოლოს წითელი ბარათი მიიღო, თუმცა ამას მისი გუნდისთვის გამარჯვებაში (2:1) ხელი არ შეუშლია.

0.118471