ახალგაზრდა ქართველმა შემტევმა გიორგი არაბიძემ უკრაინის 19-წლამდელთა ჩემპიონატში შესანიშნავი გოლი მიითვალა და დონეცკის "შახტარს" უშუალო კონკურენტთან, თანაქალაქელ "ოლიმპიკთან" პაექრობაში გამარჯვება მოუტანა - 1:0. არაბიძემ მატჩი სრულად ჩაატარა, მოედანზე გამორჩეული იყო, 77-ე წუთზე კი საჯარიმო დარტყმა მოხდენილად შესრულა და შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი გახდა.
ამ გამარჯვებით "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდი ქულებით (44) "ოლიმპიკს" გაუთანაბრდა და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება, თუმცა მის კონკურენტს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.