კალათბურთი

0:27 | 4.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის გუნდი აუტსაიდერთან დამარცხდა

გიორგი შერმადინის “მორაბანკ ანდორამ” ესპანეთის საკალთბურთო ლიგაში მოულოდნელი მარცხი განიცადა. ქართველი ცენტრის კლუბი აშკარა აუტსაიდერ “რეტაბეტს” ესტუმრა და 80:83 წააგო.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 17:11 წუთში 6 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. გიორგიმ 4-დან 2 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

“მორაბანკ ანდორა” 11 მოგებით და 15 მარცხით 18-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 10 აპრილს, შინ, “მურსიასთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122845