ფეხბურთი

1:32 | 4.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" სკუდეტოს სცილდება, რომი კი "რომასია" (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXXI ტურის შემდეგ საჩემპიონო რბოლა შენელდა. ტურინის “იუვენტუსი” “ნაპოლის” ახლა უკვე 6 ქულით უსწრებს, წინ კი 7 ტურია დარჩენილი. ამასთან, საბოლოოდ გამოიკვეთა ის სამეულიც, რომელიც გაისად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

მაურიციო სარის გუნდმა ალბათ, სეზონის უსუსტესი შეხვედრა ჩაატარა და უდინეში დამსახურებულად დამარცხდა. მართალია, გონსალო იგუაინი, რომელიც მატჩის მიწურულს გააძევეს, კი გაიძახდა, “იუვენტუსს” მსაჯები ეხმარებიანო, მაგრამ ვინც თამაშს უყურა დაგვეთანხმება, რომ ნეაპოლიტანელები დამსახურებულად დამარცხდნენ. ჯიჯი დე კანიოს შეგირდებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს, სამჯერ გაიტანეს, მაგრამ კიდევ რამდენჯერმე შეეძლოთ გაეტანათ. ანგარიში დასაწყსშივე პორტუგალიელმა ბრუნო ფერნანდესმა პენალტით გახსნა. მასვე ცოტა ხანში დუბლის შესრულება შეეძო, თუმცა მეორე პენალტი ვერ გაიტანა. მერე იყო იგუაინის მშვენიერი გოლი, როცა საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით დაარტყა. ეს ერთადერთი ნათელი ეპიზოდი იყო სტუმართა მხრიდან აღნიშნულ მატჩში. ტაიმი მაინც “უდინეზემ” მოიგო. ტრავმირებული პეპე რეინას შემცვლელი გაბრიელი უხეშად შეცდა და ბურთი დუვან ძაპატამ აართვა, ომელმაც თავის მხრივ საჯარიმოში ჩააწოდა და ბრუნო ფერნანდესმა მართალია ცარიელ კარში, მაგრამ მაინც მაკრატელა გოლი შეაგდო და დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარში კი მატჩს წერტილი სირილ ტერომ დაუსვა. მერე იგუაინმა მსაჯთან იჩხუბა და მოედანი ნაადრევად დატოვა. “ნაპოლი” კი “იუვეს” უკვე საგრძნობლად ჩამორჩა და ალბათ სკუდეტოზე ოცნება მომავალი წლისთვის გადაედო...

ტურის ცენტრალურ მატჩში კი “რომამ” დერბი “ლაციოს” ძალზე ადვილად მოუგო – 4:1. “ჯალოროსი” მთელი თამაში მოსისხლე მტერზე უკეთ გამოიყურებოდა და დამსახურებულადაც მოიგო, რის შემდგომაც მესამე ადგილი განიმტკიცა, ხოლო მეორე ადგილს დაუახლოვდა. “ლაციალესთვის” კი სეზონმა ფორმალური ხასიათი მიიღო. გუნდის ტიფოზებმა “არწივების” ბაზასთან საპროტესტო აქციები დაიწყეს, პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ კი მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი დაითხოვა. რაც შეეხება უშუალოდ მწვანე მინდორზე განვითარებულ მოვლენებს: ანგარიში სტეფან ელ შაარავიმ გახნსა ეფექტური თავურით, მერე კი ედინ ჯეკომ, ალესანდრო ფლორენციმ და დიეგო პეროტიმ გაიტანეს. განსაკუთრებით ეფექტური იყო ფლორენცის გოლი, ერთი შეხებით საჯარიმოს მისადგომებიდან... მარკო პაროლოს გომა კი მხოლოდ ანგარიში დაასველა და “ლაციოს” თავიდან სირცხვილი ვერ აარიდა.

მილანური გუნდებისთვის კი 31-ე ტური წარუმატებელი გამოდგა. ორივემ წააგო, ორივემ ერთნაირი ანგარიშით (1:2) და თავიდან ორივე იგებდა... “მილანი” ბერგამოში, “ატალანტასთან” ლუის ადრიანომ მალევე დააწინაურა პენალტით, მაგრამ მერე ორი გაუშვა. მასპინძელთაგან ანგარიში მაურისიო პინილიამ გაათანაბრა და აბა ისე როგორ იქნებოდა ჩილელს ჩვეული სტილი დავიწყნოდა: პინილიას როცა გააქვს, მაკრატელათი იტანს – ამჯერადაც ასე იყო, სხვანაირად გატანა, როგორც ჩანს მან არ იცის...

“ინტერი” კი შინ “ტორინოსთან” დარჩა ხელმოცარული. შეხვედრის მთავარი მოქმედი პირი მთავარი მსაჯი მარკო გუიდა გამოდგა, რომელმაც ორი პენალტი დანიშნა და ორი წითელი ბარათი უჩვენა მასპინძელ ფეხბურთელებს. ჯერ მირანდა გააძევა, მერე უკანსკნელი იმედის კარიმისთვის იუტო ნაგატომო. დანიშნული პენალტი კი ანდრეა ბელოტიმ ზუსტად შეასრულა. მანამდე გოლები მაურო იკარდისა (პენალტით) და კრისტიან მოლინაროს გაეცვალათ.

ამასობაში ვერც ფლორენციის “ფიორენტინამ” მოიგო, რომელიც მესამე ადგილს მეთოდურად შორდება. “იებმა” შინ “სამპდორიასთან” გაანიავეს ორი ქულა.

“უდინეზე” – “ნაპოლი” 3:1 (2:1) (მიმოხილვა)

უდინე, “ფრიული”

მაყურებელი: 13 000

“უდინეზე” (3-4-1-2): კარნეზისი; დანილო, ჰეტრო, ფელიპე; ვიდმერი, ბადუ, კუჟმანოვიჩი, არმერო (პირისი 75); ფერნანდესი; ტერო (პერიკა 84), ძაპატა (მატოსი 64)

მწვრთნელი: ჯიჯი დე კანიო

“ნაპოლი” (4-3-3): გაბრიელი; ჰისაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო (ელ კადური 74), ჰამშიკი; კალეხონი (მერტენსი 58), იგუაინი, ინსინიე (გაბიადინი 72)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 1:0 ფერნანდესი (14, პენ), 1:1 იგუაინი (24), 2:1 ფერნანდესი (45), 3:1 ტერო (57)

გამოუყენებელი: პენალტი: ბრუნო ფერნანდესი (27)

გაფრთხილება: ჰეტრო (24), კუჟმანოვიჩი (39), ფერნანდესი (79), ვიდმერი (80) – კულიბალი (13), გულამი (26), იგუაინი (61, 76), ჟორჟინიო (62), მერტენსი (84)

გაძევება: იგუაინი (76)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (7) – 10 (2) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“ატალანტა” – “მილანი” 2:1 (1:1) (მიმოხილვა)

ბერგამო, “ატლეტი აძური”

მაყურებელი: 16 000

“ატალანტა” (4-2-3-1): სპორტიელო; სტენდარდო, მაზიელო, პალეტა, დრამე; დე რუნი (მილიაჩო 78), ჩიგარინი; გომესი (დ’ალლესანდრო 90), კურტიჩი, დიამანტი (რაიმონდი 82); პინილია

მწვრთნელი: ედუარდო რეია

“მილანი” (4-4-2): დონარუმა; აბატე, ძაპატა, რომანიოლი, ანტონელი; დე შილიო (მენეზი 67), მონტოლივო, ბერტოლაჩი (პოლი 77), ბონავენტურა; ლუის ადრიანო (ბალოტელი 58), ბაკა

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 0:1 ლუის ადრიანო (5, პენ), 1:1 პინილია (44), 2:1 გომესი (62)

გაფრთხილება: ჩიგარინი (55) - დე შილიო (31), ბერტოლაჩი (45), ძაპატა (49)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 9 (4) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 8:7 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“კიევო” – “პალერმო” 3:1 (1:1) (მიმოხლვა)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 13 000

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩატორე, სპოლი, ცეზარი, გობი; რიგონი (პინცი 77), რადოვანოვიჩი, კასტრო; ბირსა; მეჯორინი (მ’პოკუ 82), ფლორო ფლორესი (ინგლეზე 59)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“პალერმო” (4-3-3): სორენტინო; ჩიონეკი, სტრუნა, ანდელკოვიჩი, ლაზაარი; ჰილიერმაკი (მარესკა 39), სტრუნა, ბრუგმანი (ქუაისონი 65), იაიალო; ტრაიკოვსკი (ბალოგი 77), ჯილარდინო, ვასკესი

მწვრთნელი: ვალტერ ნოველინო

გოლები: 1:0 კაჩატორე (6), 1:1 ჯილარდინო (28), 2:1 რიგონი (53), 3:1 ბირსა (74)

გაფრთხილება: ფლორო ფლორესი (42), პინცი (90) – სტრუნა (33), ანდელკოვიჩი (43), ვასკესი (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 11 (6) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 0:2 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“ფიორენტინა” – “სამპდორია” 1:1 (1:1) (მიმოხილვა)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 28 000

“ფიორენტინა” (4-2-3-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, ასტორი, ალონსო; ბადეი (ვესინო 46), ტინო კოსტა (ბლაშჩისკოვსკი 70); ტელო, ილიჩიჩი, ბორხა ვალერო; ბაბაკარი (სარატე 63)

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“სამპდორია” (3-4-2-1): ვივიანო; კასანი, რანოკია, დიაკიტე; დე სილვესტრი, კრისტიჩიჩი (ივანი 67), ფერნანდო, დოდო (მოისანდერი 86); ალვარესი (სორიანო 63), კორეა; კვალიარელა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 1:0 ილიჩიჩი (24), 1:1 ალვარესი (39)

გაფრთხილება: როდრიგესი (49) - კასანი (42), კრისტიჩიჩი (54), კორეა (59, 72)

გაძევება: კორეა (72)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (8) – 7 (5) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 10:3 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

“ჯენოა” – “ფროზინონე” 4:0 (1:0) (მიმოხილვა)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21 000

“ჯენოა” (3-5-2): პერინი; დე მაიო, იცო, მუნიოსი; ფიამოცი, რიგონი, დზემაილი (ტაკჩიდისი 78), რინკონი, გაბრიელ სილვა; სუსო (კაპელი 89), პანდევი (მატავცი 20)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“ფროზინონე” (4-3-3): ლეალი; მ. ჩიოფანი, აჯეტი, ბლანჩარდი, პავლოვიჩი; გორი, გუჩერი, სამარკო (კარლინი 73); დ. ჩიოფანი, კრაგლი (ტონევი 62), დიონისი (ლონგო 68)

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

გოლები: 1:0 სუსო (43), 2:0 სუსო (59), 3:0 რიგონი (72), 4:0 სუსო (76)

გაფრთხილება: პერინი (61) - გუჩერი (4), აჯეტი (33), გორი (45), დიონისი (45)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (9) – 8 (2) ბურთის ფლობა: 70%-30% კუთხურები: 11:4 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“ლაციო” – “რომა” 1:4 (0:1) (მიმოხილვა)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 49 000

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; პატრიკი, ჰოედტი, ბიშევაცი, ბრაიფიედი; პაროლო, ბილია, კატალდი (ჯორჯევიჩი 84); ანდერსონი, მატრი (კლოზე 56), კანდრევა (კეიტა 56)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, რუდიგერი, მანოლასი, დინიე; ნაინგოლანი (იაგო ფალკე 71), პიანიჩი, კეიტა; სალაჰი (ძუკანოვიჩი 81), პეროტი, ელ შაარავი (ჯეკო 60)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 0:1 ელ შაარავი (15), 0:2 ჯეკო (64), 1:2 პაროლო (75), 1:3 ფლორენცი (83), 1:4 პეროტი (87)

გაფრთხილება: პატრიკი (24), კანდრევა (26), ბილია (37), ჰოედტი (64, 90), კატალდი (69) – ნაინგოლანი (41), რუდიგერი (56)

გაძევება: ჰოედტი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 15 (9) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 10:5 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: ლუკა ბანტი

“ინტერი” – “ტორინო” 1:2 (1:0) (მიმოხილვა)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

მაყურებელი: 44 000

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; სანტონი (ედერი 85), მირანდა, ჟუან ჟესუსი, ნაგატომო; მედელი, ბროჟოვიჩი; ლიაიჩი (მურილო 59), პალასიო, პერიშიჩი; იკარდი (ბიაბიანი 71)

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, იანსონი, მორეტი; ბრუნო პერესი, ვივესი (გაცი 68), ობი (ბაზელი 56), ბენასი (ფარნერუდი 80), მოლინარო; ბელოტი, მაქსი ლოპესი

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

გოლები: 1:0 იკარდი (17, პენ), 1:1 მოლინარო (55), 1:2 ბელოტი (73)

გაფრთხილება: მირანდა (19, 57), მედელი (42) – მორეტი (17), ვივესი (30), ბრუნო პერესი (82), მოლინარო (88)

გაძევება: მირანდა (57), ნაგატომო (73)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 12 (7) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 9:2 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: მარკო გუიდა

თეგებისერია A
0.397055