კალათბურთი

16:51 | 3.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის გუნდის მორიგი მარცხი

ვიქტორ სანიკიძის “ანკარა ტედ კოლეჯლილერმა” თურქეთის ჩემპიონატში სტუმრად “ქარშიაქასთან” 79:90 წააგო და კონკრეტულად ქართველმა კალათბურთელმაც წარუმატებლად ითამაშა.

სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და 21:07 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ვიქტორმა 3 ორქულიანი ააცილა, 4 სამქულიანიდან 1 ჩააგდო და 2 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

ანკარელთა რიგებში საუკეთესო ლიტველი ლეგიონერი მარტინას გეჩევიჩიუსი იყო, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო, ხორვატმა მარკო ტომასმა 17 ქულა მიითვალა, ამერიკელმა ჯეი ლუკასმა 15 ქულა მოაგროვა, მისმა თანამემამულე ფრანკ ელეგარმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 11 ქულა, 10 მოხსნა.

“ტედ ანკარა კოლეჯლილერი” 8 მოგებით და 16 მარცხით მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 9 აპრილს, შინ, სტამბოლის “ბეშიქთაშთან” ჩაატარებს. ისიც ვთქვათ, რომ დღეს მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკა” საკუთარ კედლებში “ბუიუკჩეკმეჩეს” გაეჯიბრება.

0.126275