ფეხბურთი

21:55 | 2.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერს" ჰარტის შეძენა სურს

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" მეკარემ ჯო ჰარტმა შესაძლოა კარიერა იტალიაში გააგრძელოს. როგორც Gazzetta dello Sport-ი იუწყება, ფეხბურთელის შეძენა მილანის "ინტერს" სურს.

იტალიური გამოცემის ცნობით, მომდევნო სეზონიდან "ქალაქელების" მომავალმა დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ შესაძლოა "ბარსელონას" მეკარის მარკ-ანდრე ტერ-შტეგენის გადაბირება მოახერხოს. შესაბამისად მეორე ნომრად თამაში ინგლისელს არ აწყობს.

მიმდინარე სეზონში ჰარტმა 36 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 36 გოლი და 14 მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. მეკარის სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონ ევროს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117607