დღეს, “ქორთიარდ მერიოტში” დანიშნული საქართველოს რაგბის კავშირის რიგგარეშე საერთო ყრილობა, რომელზეც სრკ-ს 2016 წლის ბიუჯეტის წარდგენა-დამტკიცების საკითხი უნდა განხილულიყო, გადაიდო.
რაგბის კავშირის გამგეობის განცხადების თანახმად, ყრილობაზე სრკ-ს 37 ნამდვილი წევრიდან, ხოლოდ 15 წევრის წარმომადგენელი გამოცხადდა, შესაბამისად ქვორუმი არ შედგა და ეს გახდა ყრილობის გადადების მიზეზი.
ყრილობის ჩატარების თარიღად 22 აპრილი გამოცხადდა.