ფეხბურთი

15:32 | 31.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილის დარტყმა კვირის ტოპ გოლებში (+VIDEO)

თორნიკე ოქრიაშვილის მიერ ყაზახეთის ნაკრების კარში გატანილი გოლი კვირის ტოპ გოლებში მოხვდა. ინტერნეტგამოცემა 90min.com-ის ვერსიით, ქართველი შემტევის გოლს საუკეთესო გოლების ათეულში ბოლო, მე-10 ადგილი ერგო.

მოგეხსენებათ, ამ გოლის წყალობით საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში, ყაზახეთთან მარცხს გადაურჩა (+VIDEO).

აღნიშნული გამოცემის ვერსიით, კვირის საუკეთესო გოლის ავტორი დმიტრი პაიე გახდა, რომელმაც საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში რუსეთს 35 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა გაუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121508