ფეხბურთი

13:50 | 31.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ ებუე დასაჯა

ინგლისური “სანდერლენდის” ახალწვეული ემანუელ ებუე, ფიფას გადაწყვეტილებით, ფეხბურთის თამაშს ერთი წლის განმავლობაში ვერ შეძლებს. როგორც მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, კოტ დივუარელმა მცველმა საკუთარ აგენტს კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხადა და ეს გახდა მისი ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასჯის მიზეზი. სასჯელი ვადაზე ადრე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდება თუკი ებუე აგენტთან დავალიანებას დაფარავს.

32 წლის ებუე, რომელსაც კარიერის საუკეთესო პერიოდი ლონდონის “არსენალში” (2005-2011) გაუტარებია, 2015 წლის ზაფხულიდან, მას შემდეგ რაც თურქული “გალათასარაი” დატოვა, უკლუბოდ იყო და ახლახან გააფორმა კონტრაქტი “სანდერლენდთან”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11264