“ვალენსიას” ხელმძღვანელობამ გარი ნევილი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვა. აღნიშნული ინფორმაცია “ღამურების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ნევილმა “ლოს ჩე” 4 თვის წინ ჩაიბარა და სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი, თუმცა საშინელი შედეგების გამო ხელმძღვანელობას გადამჭრელი ზომების მიღება მოუხდა.
“ვალენსიას” სეზონის ბოლომდე პაკო აიესტარანი გაწვრთნის, რომელიც ნევილის ერთ-ერთი ასისტენტი იყო, ხოლო 2001-2004 წლებში რაფაელ ბენიტესის თანაშემწე გახლდათ “ღამურებში”.
შეგახსენებთ, რომ 30 ტურის შემდეგ “ვალენსია” ლა ლიგაში მე-14 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონამდე 6 ქულა აშორებს.