ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ფრანგულ კროისი-ბეაბურში მიმდინარე 50-ათასიან ტურნირს გამოეთიშა. შაფათავამ პირველ რაუნდში მე-6 ნომრად განთესილ ჩეხ ტერეზა სმიტკოვას 6:0, 3:6, 7:6 (7:3) სძლია, მერვედფინალში კი რუს ალექსანდრე პანოვასთან 3:6, 0:4 მარცხდებოდა, როდესაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ეგვიპტურ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო მარიამ ბოლქვაძემ. მე-5 რეიტინგის მქონე ქართველმა ჩოგბურთელმა უკრაინელ ვერონიკა სტოტიკას 6:3, 6:4 სძლია და მერვედფინალში რუს ვალერია პოგრებნიაკს გაეჯიბრება.
წყვილთა ტურნირში ბოლქვაძე და სლოვენიელი ნასტია კოლარი მე-2 განთესვით თამაშობენ და მეოთხედფინალში იტალიურ-ავსტრალიურ დუეტს (პროკაჩი-ვალტერსი) ეთამაშებიან.