სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ,,სოხუმის“ ფორვარდი ლევან ფაცაცია პარალელურად ,,სოხუმის“ 16 და 18 წლამდელთა გუნდებს ავარჯიშებს. მისი ასისტენტები ვეტერანი კალათბურთელი მიხეილ ჩიტაშვილი და კობა პაიჭაძე არიან. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ ,,სოხუმის“ მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ფაცაცია, რომელიც ეროვნული ნაკრების წევრია, წელს ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს.