ფეხბურთი

17:42 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

დავიწყებული “სკუადრა აძურა”...

გუშინ, იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა მიუნხენში, გერმანიასთან წააგო – 1:4 (VIDEO). აღნიშნულ მატჩში “სკუადრა აძურამ” რამდენიმე სასიამოვნო ტრადიცია დაარღვია. კერძოდ, ალემანებთან მთელი 21 წლის შემდეგ პირველად წააგო. აღნიშნული დროის განმავლობაში კი 7 მატჩიდან 4 მოგებული ჰქონდა, სამჯერ კი მეზობლებს ფრე ეთამაშა.

გარდა ამისა, 1939 წლის მერე, პირველად გაუშვა გერმანიის ნაკრებისგან ერთ მატჩში 4 გოლი. ხსენებულ წელს კი, გერმანებმა იტალიელებს 5:2 მოუგეს.

ამასთან, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ (ესპანეთთან 0:4), იტალიამ პირველად გაუშვა 90 წუთში 4 გოლი...

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აპენინელთა მთავარ გუნდს ამხანაგურ მატჩებში ბობოლა ნაკრებებთან ერთადერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული...

მოკლედ, ანტონიო კონტეს იტალიის ნაკრების გონზე მოსაყვანად არცთუ ისე ბევრი დრო რჩება. ევროპის 2016 წლის დამდეგი პირველობა კარსაა მომდგარი.

0.114125