მადრიდის "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პიერ-ემერიკ ობამეიანგის სანაცვლოდ დორტმუნდის "ბორუსიას" ალვარო მორატას და 70 მილიონ ევროს სთავაზობს. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ესპანური გრანდი ზაფხულში ალვარო მორატას ტურინის "იუვენტუსისგან" 30 მილიონ ევროდ გამოისყიდის და საბოლოოდ, გაბონელის ტრანსფერი 100 მილიონი ევრო დაუჯდება.
მიმდინარე სეზონში ობამეიანგმა 40 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 2015 წლის ივლისიდან 25-დან 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა.