ჩოგბურთი

0:51 | 29.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ განთესილ მეტოქეს სძლია

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ წარმატებული სტარტი აიღო საფრანგეთის ქალაქ კროისი-ბეაბურში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათასი დოლარია.

შაფათავა პირველ წრეში მე-6 ნომრად განთესილ ჩეხ ტერეზა სმიტკოვას გაეჯიბრა და 6:0, 3:6, 7:6 (7:3) სძლია. მერვედფინალში სოფო რუსებს – ალექსანდრა პანოვასა და მარინა მელნიკოვას შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირის საწყის წრეში შაფათავა და შვედი კორნელია ლისტერი ძალებს პირველ ნომრად განთესილ ბრიტანულ დუეტთან (რაე-სმიტი) მოსინჯავენ.

0.115135