“ბარსელონას” ვიცეპრეზიდენტი ხორდი მასტრე იმედოვნებს, რომ ლუის ენრიკე კატალონიელთა სათავეში კიდევ დიდხანს იმუშავებს, თუმცა ამავდროულად აღიარებს, რომ თუკი მწვრთნელს ესპანეთის ნაკრებში მუშაობას შესთავაზებენ, კლუბი მას ხელს არ შეუშლის.
“წავა თუ არა ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებში, ეს მხოლოდ მწვრთნელზე და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაზეა დამოკიდებული. თუკი ლუისი ნაკრებში მუშაობით დაინტერესდება, ჩვენ მას ხელს ვერ შევუშლით. მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებ, რომ ის კიდევ არაერთი წლის განმავლობაში გაწვრთნის “ბარსელონას” - ციტირებს მასტრეს სიტყვებს Mundo Deportivo.
როგორც ცნობილია, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელ თავკაცს ვისენტე დელ ბოსკეს კონტრაქტის ვადა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ ეწურება.