ფეხბურთი

15:18 | 28.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგები რუსეთთან დაპირისპირებისას უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს მიიღებენ

29 მარტს, საფრანგეთისა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური მატჩისას მასპინძლები უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს მიიღებენ. საფრანგეთის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შტაბის ერთ ერთი ხელმძღვანელის, ლორან სიმონინის განცხადებით, პარიზის გარეუბან სენ დენიში მატჩის დროს ფრანგული პოლიციის ელიტური ქვედანაყოფი იმუშავებს, სტადიონის ირგვლივ კი სნაიპერები განლაგდებიან.

საფრანგეთის მთავრობის ამგვარი სიფრთხილის მიზეზი ტერაქტების განმეორების საფრთხეა. 2015 წლის 13 ნოემბერს, საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებთა მატჩისას “სტად დე ფრანსის” სიახლოვეს რამდენიმე აფეთქება მოხდა, ხოლო რამდენიმე დღის წინ ტერაქტების სერია საფრანგეთის მეზობელ ბელგიაში განხორციელდა.

0.132096