ფეხბურთი

22:27 | 27.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

28 მარტს ზესტაფონში: საქართველო U21 – უკრაინა U21

28 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს უკრაინასთან. შეხვედრა ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია, პირდაპირ რეპორტაჟს კი ტელეკომპანია “რიონი” განახორციელებს.

27 მარტს, ორივე გუნდმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ჩვენმა სტუმრებმა 17:00 საათზე წყალტუბოში ივარჯიშეს, ერთი საათით გვიან კი, გია გეგუჩაძის შეგირდებმა წვრთნა ზესტაფონის სტადიონზე გაიარეს.

ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა “დავით აბაშიძის” მედია-ცენტრში პრესკონფერენცია მოაწყო და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

“ახლა გაცილებით ძლიერი მეტოქე გვყავს, ვიდრე სან მარინო იყო, თუმცა არ შეიძლება იმის თქმა, რომ რადგან მატჩი ამხანაგურია, ჩვენთვის შედეგი მეორეხარისხოვანი იქნება. რა თქმა უნდა, ასე არ არის. ძალიან მიხარია, რომ შეხვედრა ზესტაფონში ჩატარდება, აქ ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ და იმედი მაქვს, ხვალ გულშემატკივარიც მრავლად მოვა” - განაცხადა გია გეგუჩაძემ.

საქართველოს ნაკრების ვარჯიში ნაყოფიერი გამოდგა. გუნდი სრულ მზადყოფნაში ხვდება მოახლოებულ შეხვედრას. დანაკლისი ერთია. ავადმყოფობის გამო ნაკრებს ნახევარმცველი ავთო ენდელაძე ვერ დაეხმარება.

სფფ-ს პრეს-სამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122242