კალათბურთი

14:30 | 27.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის ორმაგი დუბლი “ფუენლაბრადას” დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა

გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ორმაგი დუბლი შეასრულა, გუნდში საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა, თუმცა „ანდორა“ მაინც დამარცხდა. ჯუჯა სახელმწიფოს გუნდმა, რომელიც ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ასპარეზობს, მადრიდის „ფუენლაბრადას“ უმასპინძლა და 9 ქულით – 80:89 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21:48 წუთი გაატარა. შერმადინმა 9-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 12 ქულა მოაგროვა და ამას 10 მოხსნა და 1 ჩჭრა მოაყოლა.

გიორგის მარგი ქმედეგის კოეფიციენტმა 19 ერთეული შეიადგინა და ამდენივე ჰქონდა მის თანაგუნდელ ლუკა ბოგდანოვიჩს, რომელმაც 30 წუთში 17 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

ანდორელებმა ვერ შეაჩერეს ბელგიელი უკანახაზელი ჯონათან ტაბუ, რომელმაც 28 წუთში 34 ქულა მიითვალა და მადრიდელებს გაამარჯვებინა.

11 მოგებითა და 14 მარცხით „ანდორა“ მე-11 ადგილზეა და ბრძოლას საუკეთესო 8 გუნდში მოსახვედრად აგრძელებს. მომდევნო ტურში, 3 აპრილს, შერმადინის გუნდი სან სებასტიანში ლიგის აუტსაიდერ „გიპუზკოა ბასკეტს“ დაუპირისპირდება.

0.118881