"რომას" ხელმძღვანელობამ შესაძლოა პოლონეთის ეროვნული ნაკრების მეკარე ვოიცეხ შჩესნი კვლავ ინათხოვროს. ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.
თუ იტალიური კლუბი 25 წლის მეკარის ასპარეზობით სეზონის ბოლომდე კმაყოფილი იქნება, შესაძლოა იჯარის ხალნგრძლივობა კიდევ ერთი წლით გაზარდოს. პოლონელი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებს "არსენალი" ფლობს და ჯერჯერობით ლონდონელთა პოზიცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით უცნობია.
ფეხბურთელისადმი ინტერესს "ლივერპული" იჩენს და მზადაა ტრანსფერი განახორციელოს. მიმდინარე სეზონში შჩესნიმ 34 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 44 გოლი და 7 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.