ფეხბურთი

10:38 | 26.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

სუარესმა ბრაზილიას სამი ქულა არ დაუთმო (VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტური სამხრეთ ამერიკის ზონაში ბრაზილიისა და ურუგვაის დაპირისპირებით დასრულდა. მასპინძლებმა შეხვედრის საწყის 26 წუთში დუგლას კოსტასა და რენატო აუგუსტუს გოლებით თითქოს სასურველი ფორა შეიქმნეს, თუმცა პირველივე ტაიმში ედინსონ კავანიმ ერთი გოლი გაქვითა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ლუის სუარესმა ანგარიში გაათანაბა 2:2 და ურუგვაელებს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი შეუნარჩუნა, ბრაზილიელები კი 8 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფებიან და ლიდერ ეკვარდორს ხუთი ქულით ჩამორჩებიან.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი

სამხრეთ ამერიკა

ბრაზილია - ურუგვაი 2:2 (2:1)

1. ეკვადორი 5 4 1 0 11:4 13
2. ურუგვაი 5 3 1 1 11:4 10
3. ბრაზილია 5 2 2 1 9:6 8
4. პარაგვაი 5 2 2 1 5:4 8
5. არგენტინა 5 2 2 1 4:4 8
6. ჩილე 5 2 1 2 8:9 7
7. კოლუმბია 5 2 1 2 6:7 7
8. პერუ 5 1 1 3 6:11 4
9. ბოლივია 5 1 0 4 7:11 3
10. ვენესუელა 5 0 1 4 6:13 1
0.117284