ფეხბურთი

0:06 | 26.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ადურისი: “ასეთი მოთამაშეების გვერდით თამაში იოლია”

ესპანეთის ნაკრებში დაბრუნებული არიც ადურისი იტალიასთან ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან წარსდგა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ვეტერანი მოთამაშის თქმით, ის ძალიან ბედნიერია ნაკრებში დაბრუნებით. მან ხაზი გაუსვა მისი თანაგუნდელების მაღალ კლასს და აღნიშნა, რომ ასეთი მოთამაშეების გვერდით თამაში იოლია.

“ძალიან ბედნიერი ვარ ნაკრებში დაბრუნებით და ასეთი დიდი მოთამაშეების გვერდით თამაშით. მაგრამ, სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ. ეს არ იყო იოლი თამაში. მეტოქემ ძალიან კარგად იცოდა, თუ როგორ ეთამაშა და შანსების შექმნა ჭირდა.

ესპანეთის ნაკრებს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. ასეთი მოთამაშეების გვერდით თამაში იოლია. ჩვენ უკეთ ვითამაშეთ მეორე ტაიმში და საერთო ჯამში ფრე კარგი შედეგია.” - განაცხადა ბასკმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ფორვარდი “ფურია როხაში” 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და თავის სადებიუტო სანაკრებო გოლიც გაიტანა.

0.112649