France Football-მა გამოაქვეყნა ევრო-2016-ზე გასული ნაკრებების მწვრთნელთა ხელფასები. საუბარია ყოველწლიურ შემოსავლებზე. ევროპაზე გასული 24 ნაკრებიდან ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი ინგლისს ჰყავს: როი ჰოჯსონი 5 მილიონ ევროს იღებს.
ჰოჯსონს ბევრად არ ჩამორჩება “სკუადრა აძურას” მწვრთნელი ანტონიო კონტე, მესამეზე კი თურქი ფათიჰ თერიმია.
1. როი ჰოჯსონი (ინგლისი ) – 5,0
2. ანტონიო კონტე (იტალია) – 4,6
3. ფათიჰ თერიმი (თურქეთი) – 3,5
4. იოაჰიმ ლიოვი (გერმანია) – 3,2
5. ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი) – 3,0
6. დიდიე დეშამი (საფრანგეთი) – 2,0
7. მარსელ კოლერი (ავსტრია) – 1,5
8. ფერნანდუ სანტუში (პორტუგალია) – 1,2
9. მარტინ ონილი (ირლანდია) – 1,0
10. ვლადიმირ პეტკოვიჩი (შვეიცარია) – 0,750
11. მარკ ვილმოტსი (ბელგია) – 0,750
12. ლარს ლაგერბაკი (ისლანდია) – 0,430
13. მაიკლ ონილი (ჩრდ ირლანდია) – 0,320
14. ჯანი დე ბიაზი (ალბანეთი) – 0,280
15. კრის კოულმენი (უელსი) – 0,260
16. ანტე ჩაჩიჩი (ხორვატია) – 0,250
17. პაველ ვრბა (ჩეხეთი) – 0,220
18. ადამ ნავალკა (პოლონეთი) – 0,200
19. ერიკ ჰამრინი (შვედეთი) – 0,200
20. იან კოზაკი (სლოვაკეთი) – 0,180
21. მიხაილ ფომენკო (უკრაინა) – 0,170
22. ანგელ იორდანესკუ (რუმინეთი) – 0,120
საინტერესოა, რომ უცნობია ორი მწვრთნელის ხელფასის ოდენობა: ლეონიდ სლუცკისა (რუსეთი) და ბერნდ შტოკის (უნგრეთი). შტოკისა რა გითხრათ და სლუცკი ამ ეტაპზე უხელფასოდ მუშაობს – ასეთია რუსული პრესის ინფორმაცია. სლუცკი მოსკოვის ცსკა-ს თავკაცია და პარალელურად ნაკრებსაც წვრთნის.