ძიუდო

13:50 | 24.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მსხალაძე დისკვალიფიკაციით დასაჯეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ) ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ თბილისის გრან პრის განაცხადიდან ამოწერა. სპორტსმენი, რომელიც ორიოდ დღის წინ პოლიტიკურ პარტია "თავისუფალ დემოკრატებში" გაწევრიანდა, დისკვალიფიკაციით ერთი თვის წინანდელი არასპორტული საქციელის გამო დასაჯეს.

თებერვლის ბოლოს, პრაღაში გამართულ ევროპის ღია ტურნირზე მსხალაძემ მეოთხედფინალში იტალიელ ჯულიანო ლოპორჩიოსთან სუფთად წააგო და მარცხით იმედგაცრუებულმა მსაჯის და დიქტორის თხოვნის მიუხედავად, მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა.

„ჯერჯერობით დისკვალიფიკაციის ვადა უცნობია. ამ საკითხთან დაკავშირებით დისციპლინარები ევროპის მომავალი ჩემპიონატის (ყაზანი. 21-24 აპრილი) დღეებში იმსჯელებენ. იქამდე კი მსხალაძეს ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალეს. თბილისის გრან პრიზე მას სხვა სპორტსმენით ჩავანაცვლებთ" - უთხრა worldsport.ge-ს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117986