ჩოგბურთი

23:12 | 23.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაქოს ტურნირს ქართველთაგან მხოლოდ ცივაძე შემორჩა

ქართველმა ჩოგბურთელმა გიორგი ცივაძემ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე პირველი წრე დასძლია.

ცივაძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული ყაზახი საგადატ აიაპი 6:2, 7:5 დაამარცხა და მერვედფინალში მე-3 ნომრად განთესილ რუს ევგენი ელისტრატოვს ეთამაშება.

სამწუხაროდ, ტურნირს გამოეთიშა გიორგი ჯავახიშვილი. ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაცია კი დასძლია, თუმცა, ძირითად რაუნდში მე-4 რეიტინგის მქონე რუს ევგენი ტიურნევთან 2:6, 1:6 დამარცხდა.

წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალში ჯავახიშვილმა და ცივაძემ პირველ ნომრად განთესილ ესპანურ-სერბულ დუეტთან (ორტეგა-ოლმედო/ვუჩიჩი) 6:3, 3:6, 13:15 წააგეს.

0.116766