კალათბურთი

20:19 | 23.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გამყრელიძეს სამმაგ დუბლამდე ორი ქულა დააკლდა

საკალათბურთო სუპერლიგის დღევანდელი ტური „დინამოსა“ და „რუსთავის“ შეხვედრით დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა „დინამოს“ უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი მისივე გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 28:12. რუსთაველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამხელა ჩამორჩენის მიუხედავად წაგებას მაინც არ შეურიგდნენ და სიტუაციის გამოსწორებას შეეცადნენ. მათმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და მესამე მეოთხედის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრეს. ამის შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით წავიდა, ძნელი იყო იმის გამოცნობა თუ რომელ გუნდს დარჩებოდა გამარჯვება. საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე „რუსთავს“ გამარჯვების მომტანი ორქულიანი სერბმა ლეგიონერმა ნიკოლა გაჩეშმა შესძინა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 75:74 „რუსთავის“ სასარგებლოდ. ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 24 ქულა „რუსთავის“ ამერიკელმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა კაელ ტურპინმა დააგროვა, რომელმაც აღნიშნულ ქულებს 12 მოხსნა შემატა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორები გახდნენ მისი თანაგუნდელები ნიკოლა გაჩეშა და გიორგი გამყრელიძე. გაჩეშამ 19 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა, ხოლო გამყრელიძეს სამმაგ დუბლამდე ორი ქულა დააკლდა, მის ანგარიშზე 15 პასი, 10 მოხსნა და 8 ქულაა. დინამოელთა შორის 14 ქულით ყველაზე შედეგიანი ამერიკელი ლეგიონერი, უკანახაზელი ებრიუ მაკალპი იყო.

დინამო - რუსთავი 74:75 (28:12, 18:28, 16:20, 12:15)

სატურნირო ცხრილი

1

ქუთაისი

23

15 / 8

1779 / 1694

38

2

ბათუმი

23

15 / 8

1825 / 1707

38

3

დინამო

23

13 / 10

1652 / 1616

36

4

სოხუმი

23

13 / 10

1788 / 1664

36

5

რუსთავი

23

11 / 12

1725 / 1715

34

6

მგზავრები

23

11 / 12

1658 / 1748

34

7

ოლიმპი

23

9 / 14

1694 / 1741

32

8

აკადემია

23

5 / 18

1673 / 1909

28

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119827