ფეხბურთი

16:35 | 23.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მორატა გაურკვევლობაშია და “რეალში” დაბრუნებას არ გამორიცხავს

ტურინის “იუვენტუსის” ესპანელმა ფორვარდმა ალვარო მორატამ მშობლიურ Cadena Sope-სთან ინტერვიუში თავის მომავალზე ისაუბრა. მისი თქმით, გაურკვევლობაში ყოფნა არ სურს და უნდა ყველაფერი მალე გაირკვეს. იქვე დასძინა, რომ “რეალში” დაბრუნებას არ გამორიცხავს.

“ჩემთვის რთულია არ ვიცოდე თუ სად ვითამაშებ მომავალ სეზონში. ეს უცნაური სიტუაციაა. იმედია ყველაფერი მალე გაირკვევა. ტურინში ბედნიერი ვარ, მაგრამ მინდა ვიცოდე თუ სად ვიყიდი სახლს. “იუვენტუსში” თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა მსურს ყველაფერი მალე დასრულდეს.

ჩემი “რეალში” დაბრუნება შესაძლებელია, რადგან ხელშეკრულება გვაქვს, არსებობს ქაღალდები”, - ამბობს მორატა.

აქვე, იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, მადრიდის “რეალი” მზადაა მაზანდა გაზარდოს და ზაფხულში ფეხბურთელის დასაბრუნებლად 50 მილიონი ევრო გაიღოს. გარდა ამისა, საუბრობენ ლონდონის “არსენალისა” და მიუნხენის “ბაიერნის” დაინტერესებაზეც.

შეგახსენებთ, მორატა “იუვენტუსში” 2014 წლის ზაფხულში ორწლიანი იჯარით გადაბარგდა და კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის თანხმადაც “რეალს” მის უკან დასაბრუნებლად მინიმუმ 30 მილიონი უნდა გაეღო. ალვარომ კი, “იუვენტუსთან” ცოტა ხნის წინ კონტრაქტიც გაახანგრძლივა 2019 წლამდე, რაც მის შესაძლო ღირებულებას ზრდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109768