რაგბი

23:59 | 22.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუმინეთში ქართველებმა დაიწყეს და მოიგეს

რუმინულ კლუბებში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერებმა 2016 წლის სეზონში პირველი ოფიციალური თამაშები გამართეს და გამარჯვებები იზეიმეს. სასიხარულოა, რომ ბიძინა სამხარაძემ და მიხეილ არჩუაშვილმა შეხვედრები სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს.

სამხარაძე ახლახანს „ბაია მარეს“ კაპიტნად აირჩიეს და ქართველი 9 ნომრის ხელმძღვანელობით გუნდმა ქვეყნის თასზე იასის „პოლიტეჰნიკა უნირეას“ 34:12 მოუგო. მასპინძლებმა თითო ტაიმში სამ-სამი ლელო დადეს, სტუმრებმა კი, 12-ვე ქულა მეორე ტაიმში, ჯარიმებით აგროვეს. თამაშს 600 მაყურებელი დაესწრო.

„დღეს სათანადოდ ვერ ვითამაშეთ, მაგრამ გამარჯვება მოვიპოვეთ, თანაც ბონუს-ქულაც ავიღეთ და ეს უმნიშვნელოვანესია. ვულოცავ ამ გამარჯვებას ჩემს თანაგუნდელებს და ვულოცავ კარგ თამაშს მეტოქე გუნდის ბიჭებს. ახლა გადავხედავთ რა არ გამოგვდიოდა კარგად და „ტიმიშოარასთან“ მატჩისთვის, ვეცდებით ხარვეზების აღმოვფხვრათ. მომავალი შეხვედრა ურთულესი იქნება, რადგან ჩვენს შორის მუდამ დიდი ბრძოლა იმართება. ვეცდებით, გამარჯვება მოვიპოვოთ“ - თქვა ნამატჩევს სამხარაძემ.

ბუქარესტის „სტიაუამ“ კლუჟის „უნივერსიტატიას“ 800 მაყურებლის წინაშე 45:15 მოუგო. მასპინძლებმა ჯამში 7 ლელო გაიტანეს და ხუთი გარდასახვა გამოიყენეს, თავად კი, 5 ჯარიმა მიიღეს. ტაიმი 19:9 დასრულდა, ხოლო შესვენების შემდეგ „სტიაუას“ უპირატესობა კიდევ უფრო საგრძნობი იყო. არჩუაშვილისთვის ეს ოფიციალური დებიუტი იყო ახალ გუნდში და დასკვნით მეოთხედში შეცვალეს. მწვრთნელები მისი გარჯით კმაყოფილი დარჩნენ.

www.worldrugby.ge

0.115802