კალათბურთი

21:27 | 22.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის 26 ქულა ლიდერთან მატჩში

ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატში კვლავაც წარუმატებლად ირჯება ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილი”, არადა, თავად ქართველი ფორვარდი გასულ ტურშიც ჩინებულად გამოიყურებოდა.

“ჩემპვილი” ჩემპიონატის ლიდერ “ალ რიადის” ესტუმრა და 88:98 დამარცხდა, ცქიტიშვილმა კი 36 წუთში 26 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ნიკოლოზმა 6-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ცქიტიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 35-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

“ჩემპვილი” 3 მოგებით და 11 მარცხით 9-გუნდიან ლიგაში ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 22 მარტს “ბიბლოსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.117136