ინგლისის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებაა. როი ჰოჯსონმა ძირითადი მეკარის, ტრავმირებული ჯო ჰარტის ნაცვლად, ჩემპიონშიფში მოთამაშე “ბარნლის” კიპერი ტომას ჰიტონი გამოიძახა.
29 წლის მეკარეს ინგლისის ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, თუმცა ძირითად გუნდში არასდროს უთამაშია.
“ლომები” უახლოეს სანაკრებო ბატალიებზე ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. 26 მარტს ბერლინში გერმანიას ხვდებიან, ხოლო სამ დღეში “უემბლიზე” ჰოლანდიის ნაკრებს მიიღებენ.