რაგბი

16:09 | 22.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ ერთი საპარტნიორო ხელშეკრულება ქართულ რაგბთან

საქართველოს რაგბის კავშირის აუდიტორი და სპონსორი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO გახდა, რომლის შესახებაც ცნობილი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა.

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, BDO საქართველოს რაგბის კავშირის და რაგბის ეროვნული ნაკრების სპონსორი ხდება და ამასთანავე 5 წლის განმავლობაში ჩაუტარებს ფინანსური ანგარიშგების აუდიტს, ასევე გაუწევს საგადასახადო და იურიდიულ კონსულტაციებს.

„ჩვენთვის დიდი პატივია ვითანამშრომლოთ საქართველოს რაგბის კავშირთან. საქართველოში რაგბი არ არის მხოლოდ სპორტი, ის ჩვენი წარმატების სიმბოლოდ იქცა ბოლო წლების განმავლობაში და სიამაყის განცდა მოგვიტანა.

ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ BDO-ს პროფესიონალების გუნდის მიერ გაწეული მომსახურება უფრო მეტ გამჭვირვალობას მოუტანს საქართველოს რაგბის კავშირს.“ განაცხადა BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა.

„როგორც საარჩევნო პერიოდში განვაცხადე ჩვენ არ ვართ ჩაკეტილი საზოგადოება და რაგბის მზარდი პოპულარობიდან გამომდინარე მომავალში კიდევ უფრო გამჭირვალეს გავხდით ჩვენს საქმიანობას, რათა დავაკმაყოფილოთ საზოგადოების ინტერესი. სწორედ ამიტომ ჩვენ გვეყოლება პარტნიორი და სპონსორი - საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირს შესაბამის კონსულტაციას გაუწევს.“ - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

პრეკონფერენცია ესწრებოდნენ BDO - სა და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა, მორაგბეები და მედია.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116612