ფეხბურთი

15:25 | 22.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაისურაძე 17-წლამდელებიდან წავიდა, მომავალ 17-წლამდელებს ასპინძელაშვილი თავკაცობს

ვასილ მაისურაძემ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, თუმცა აქ ისიც აღსანიშნავია, რომ 17-წლამდელთა ამ ნაკრებმაც (1999 წელს დაბადებულები და უმცროსები) დაასრულა გამოსვლა ევროსარბიელზე. ამ ფორმაციის ნაკრებს წელიწადნახევრის განმავლობაში ოფიციალური თამაშები აღარ ექნება, 2017 წლის შემოდგომაზე უკვე 19-წლამდელთა ევროშესარჩევში ჩაერთვებიან.

ასე რომ, მაისურაძის წასვლა მოსალოდნელი იყო. სამწუხაროდ, მან ცუდი შედეგი აჩვენა ელიტრაუნდში: ჯგუფში სამივე მატჩი წააგო – ბოსნიასთან, რუსეთთან და იტალიასთან. მაისურაძემ მხოლოდ ორი თვე იმუშავა 1999 წელს დაბადებულებთან, ამ პოსტზე მან გოჩა ავსაჯანიშვილი შეცვალა.

2000 წელს დაბადებულებს, ანუ იმ ნაკრებს, რომელიც ოქტომბერში 17-წლამდელთა ევროშესარჩევში ითამაშებს, გურამ ასპინძელაშვილი თავკაცობს და მისი თანაშემწე კახა ჩხეტიანია. ეს ნაკრები ერთხელ უკვე შეიკრიბა და სამი დღე ივარჯიშა, მორიგი შეკრება კი დღეს დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114467