ფეხბურთი

15:41 | 22.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთს ბუსკეტსი გამოაკლდა

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი სერხიო ბუსკეტსი გამოაკლდა. მან ვარჯიშზე მარჯვენა ხელის ერთ-ერთი თითი მოიტეხა, შეკრება დატოვა და ბარსელონაში დაბრუნდა.

ვისენტე დელ ბოსკეს ჯერჯერობით სერხიოს შემცვლელი არ გამოუძახებია. ბუსკეტსი “ფურია როხას” ღირსებას 2009 წლიდან იცავს და 83 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

ესპანეთის ნაკრები ორ საგარეო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 24 მარტს უდინეში იტალიას შეხვდებიან, ხოლო სამ დღეში რუმინეთში მოუწევთ თამაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114648