რაგბი

0:16 | 22.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფეიქრიშვილი SkySports-ის სიმბოლურში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მარჯვენა ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი, ბრიტანულმა SkySports-მა გასული კვირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ეს სიმბოლური ნაკრები როგორც სანაკრებო ექვსი ერის, ასევე პლანეტის წამყვანი საკლუბო ტურნირების – ტოპ 14-ის, ინგლისის პრემიერშიპის, კელტების ლიგის და სუპერ რაგბის თამაშების მიხედვითაა შედგენილი და ფეიქრიშვილი ერთადერთია მეორე დონის სარაგბო ტურნირიდან, რომელიც 15 რჩეულში მოხდა.

SkySports-მა ქართველი ბურჯის დახასიათებისას ექვსი ერიც ახსენა:

“ფეიქრიშვილმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანა, როდესაც საქართველომ რუმინეთი 38:9 დაამარცხა და ზედიზედ მეექვსედ მოიგო ევროპის ერთა თასი. ამ მოგებით ქართველებმა გაიმყარეს ექვს ერში ჩართვის არგუმენტი – მეტოქეს 52 ათასზე მეტი მაყურებლის წინაშე 6 ლელო დაუდეს.

და თბილისში გამართული ეს შეხვედრა დასამახსოვრებელი იყო „ბრივის“ ყოფილი, ხოლო ამჟამად „ბეიონის“ ბურჯისთვის. მეორე წუთზე ის მოლს მოწყდა და ბურთი ლელოში დაამიწა, ხოლო ტაიმის მიწურულს რუმინელთა 22-ში მამუკა გორგოძისგან მიიღო გადაცემა, სამ მბოჭავს გაცდა და ფანტასტიური ლელო გაიტანა“.

SkySports-ის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: 15. ჯეიმს მარშალი, 14. ჯორჯ ნორთი, 13. ჩარლზ პიუტაუ, 12. ჯეიმი რობერტსი, 11. ალივერეტი რაკა, 10. რის პატჩელი, 9. დენი კეირი; 1. ჯეკ მაკგრათი, 2. აგუსტინ კრევი, 3. ანტონ ფეიქრიშვილი, 4. ჟაკ დუ პლესი, 5. ჯორჯ კრუსი, 6. სიჯეი სტენდერი, 7. როს მორიარტი, 8. ჯეიმი ჰისლიპი.

www.worldrugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.132357
სარეკლამო ადგილი - 99
X x X